Saturday, 11.05.2024, 13:40

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » სიახლეების არქივი



                                                                                              

რუსი აგრესორების დამატებითი ძალებია მობილიზებული გალში. ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მიზეზად გალის რაიონის დაბალი ზონის 3 სოფელში – ფიჩორში, ოტობაიასა და ნაბაკევში - ახლად აშენებული სამხედრო ბაზების საზეიმოდ გახსნა სახელდება.
ბაზებზე განთავსდება ახალი სამხედრო ტექნიკა და რუსი სამხედროების ოჯახებიც აქვე იცხოვრებენ.
ოკუპანტებს ჩაკეტილი ცენტრალური გადასასვლელები, ასევე ბილიკები.
      • ნანახია: 642
      • სულ გადმოწერა:
      • ავტორი: gio
      • კომენტარი: (0)



                                                                                                  

    შეფერხებაა თბილისის აეროპორტში. მგზავრების ნაწილი, რომლებიც სტამბულის მიმართულებით დილის 5 საათზე, კომპანია "პეგასუსის" დახმარებით უნდა გაფრენილიყვნენ, ამ დრომდე თბილისის აეროპორტში იმყოფებიან.
    რეისის მოხსნის მიზეზად სტამბულში ამინდის გაუარესება სახელდება, რის გამოც თურქეთის აეროპორტი თვითმფრინავების მიღებას ვერ ახერხებს.
    "პეგასუსმა” მგზავრების ნაწილს თურქეთში მოხვედრა სხვა ავიარეისებით შესთავაზა.
        • ნანახია: 1021
        • სულ გადმოწერა:
        • ავტორი: gio
        • კომენტარი: (0)



                                                                                                    
      მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის ქმარი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ბრალდებით დაპატიმრებულია.
      ელდარ დავითიანის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში წუხელ გვიანობამდე მიმდინარეობდა. სოდში მისვლამდე ის სამართალდამცველთა კითხვებს პოლიციაში პასუხობდა. აქვე იმყოფებოდნენ დაკავებული გორდაძის და და დედაც.
      ელდარ დავითიანი თბილისში სტამბოლიდან ჩამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან წაიყვანა ქართველი ქალები მალაიზიაში. დაკავებულების ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლევ დავითიანს ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ქალბატონები არ გააფრთხილა. თუმცა დაკავებული დავითიანის ოჯახში კიდევ ერთ პიროვნებას ასახელებენ, რომელიც სავარაუდოდ, ამ საქმეშია გარეული.
          • ნანახია: 655
          • სულ გადმოწერა:
          • ავტორი: gio
          • კომენტარი: (0)



                                                                                                      

        მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის ქმარი ამ წუთებამდე დაკითხვაზე რჩება. ამჯერად, ელდარ დავითიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების კითხვებს პასუხობს.
        სოდში მისვლამდე, ბაბუცა გორდაძის ქმრის დაკითხვა პოლიციაში ღამის 12 საათამდე გრძელდებოდა. პოლიციაში იმყოფებოდნენ დაკავებული გორდაძის და და დედაც. სავარაუდოდ, მოწმეების დაპირისპირება უნდა მომხდარიყო, თუმცა ჯერჯერობით მათი პირისპირ შეხვედრა არ შედგა.
        უცნობია, თუ რა ჩვენება მისცა სამართალდამცველებს მოწმე ელდარ დავითიანმა. იგი თბილისში სტამბოლიდან ჩამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან წაიყვანა ქართველი ქალები მალაიზიაში.
        დაკავებულების ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლევ დავითიანს ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ქალბატონები არ გააფრთხილა.
        ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 25 ოქტომბერს დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მეტამფიტამინის გადაზიდვა, რისთვისაც ქ ... სრულიად ნახვა »
            • ნანახია: 650
            • სულ გადმოწერა:
            • ავტორი: gio
            • კომენტარი: (0)



                                                                                                        
           

          ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას გურიაში. ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სოფელ ლიხაურთან, მიკროავტობუსს საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი "ტოიოტას" მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
          დაშავებულია ოთხი ადამიანი, ტოიოტას მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაზარალებულთაგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია. იგი ოზურგეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
          მიკროავტობუსი ბათუმიდან სოფელ მთისპირისკენ მიდიოდა. საქმეს პოლიცია იძიებს.
              • ნანახია: 692
              • სულ გადმოწერა:
              • ავტორი: gio
              • კომენტარი: (0)



                                                                                                          

            რუსთავში მსჯავრდებულთა ქალთა ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულება გაიხსნა. ახალი საპყრობილე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა.
            საპყრობილის ახალი შენობა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად გახსნა.
            დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და კეთილმოწყობილ საკნებთან ერთად აქ ჩოგბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებიცაა.
            "ის, რაც განგვასხვავებს პოსტსაბჭოთა სივრცისგან, არის ის, რომ დაუმსახურებელი ხალხისთვისაც კი ვცდილობთ პირობების შექმნას. ბოლო წლებში, ციხის კონტინგენტი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ თუ დააკვირდებით, ამის პარალელურად, ზუსტად იმდენითვე შემცირდა დანაშაული. ამიტომ, სანამ ავტეხთ ერთ ამბავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ამდენი პატიმარი, რაც სახელმწიფოს სულაც არ სიამოვნებს, დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა ბავშვებს ეზოში მშვიდად ვუშვებდეთ და როცა ჩვენს ახლობლებს შეაგვიანდებათ, გული არ გვისკდებოდეს, მანქანები არ მოგვპარონ და ფულ ... სრულიად ნახვა »
                • ნანახია: 734
                • სულ გადმოწერა:
                • ავტორი: gio
                • კომენტარი: (0)



                                                                                                            

              მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია `ალ ჯაზირას` ტოკშოუში მიიღო მონაწილეობა.
              ჟურნალისტი საქართველოს პრეზინდეტის საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შსაძლებლობაზეც ჰკითხა.
              `პირველ ყოვლისა მსურს ავღნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, დაძაბულობები, ემბარგო, ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ახლა იმაზე უფრო ვართ კონცენტრირებულები თუ რა მოხდება 2013 წლამდე და ნაკლებად იმაზე - თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2013-ის შემდეგ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუქცევად პროცესად ვაქციოთ, ჩამოვაყალიბოდ მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. 2013 წლისთვის საქართველოში ძალაუფლების მხოლოდ ერთი ცენტრი არ იქნება, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის როლს, დარჩება პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტიც და მე არ შემეძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. პარლამენტი შეძლებს მთავრობის სრულ კონტროლს და შესაძლოა პრემიერები პრეზიდენტებთან შედარებით უფრო ხ ... სრულიად ნახვა »
                  • ნანახია: 647
                  • სულ გადმოწერა:
                  • ავტორი: gio
                  • კომენტარი: (0)



                                                                                                              

                ოთხი ადამიანი ემსხვერპლა კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ინციდენტი წუხელ მოხდა. ერთმანეთს `ოპელისა` და `მერსედესის` მარკის მანქანები შეეჯახნენ.
                `ოპელში` მყოფი სამი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილია `მერსედესში` მყოფი კიდევ ერთი მგზავრი. ადგილზე მისულმა მაშველებმა საავადმყოფოში ერთი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელსაც ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული, თუმცა პაციენტმა კლინიკაში გაჩერება არ ისურვა.
                ვისი მიზეზით მოხდა ავარია, ამას სამართალდამცველები იძიებენ.
                    • ნანახია: 697
                    • სულ გადმოწერა:
                    • ავტორი: gio
                    • კომენტარი: (0)



                                                                                                                

                  რუსეთის მოსახლეობა ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციის მასშტაბური აქცია მოსკოვში ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
                  ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციას იმაზე მეტი ოპოზიციური პარტია შეურთდა, ვიდრე ელოდნენ. ქუჩაში 500-მდე ადამიანი იყო გამოსული.
                  ოპოზიციის ლიდერები აქციაზე სიტყვითაც გამოვიდნენ და მოსკოვის მერის პირდაპირი წესით არჩევა მოითხოვეს.
                  მოედანზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც, თუმცა აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
                      • ნანახია: 659
                      • სულ გადმოწერა:
                      • ავტორი: gio
                      • კომენტარი: (0)



                                                                                                                  

                    სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში მამა-შვილმა ჭანტურიებმა მეზობელი, 44 წლის გოჩა ბერაია, მოკლეს. მკვლლეობას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა უძღოდა.
                    შელაპარაკება მეზობლებს შორის დაპირიპირებაში გადაიზრდა, რაც საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა. გოჩა ბერაიას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
                    მკველოლბასი ეჭვმიტანილი მამ-შვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ შვილის დაკავება ინციდენტიდან ერთ საათში შეძლო. სამართალდამცველები გურიოზ ჭანტურიას ეძებენ.
                        • ნანახია: 605
                        • სულ გადმოწერა:
                        • ავტორი: gio
                        • კომენტარი: (0)
                      « 1 2 3 4 »
                      bot
                      skype status
                      banner
                      news
                      programe
                      ძებნა
                      კალენდარი
                      «  May 2024  »
                      SuMoTuWeThFrSa
                         1234
                      567891011
                      12131415161718
                      19202122232425
                      262728293031
                      ჩანაწერების არქივი
                      ჩვენი გამოკითხვა
                      Оцените мой сайт
                      Total of answers: 8
                      საიტის მეგობრები
                      სტატისტიკა

                      Total online: 1
                      Guests: 1
                      Users: 0
                      Block title

                      Copyright MyCorp © 2024

                      Free website builderuCoz

                      რეკლამა