Sunday, 28.04.2024, 09:03

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » სიახლეების არქივი



                                                                                              

enlarge photo


2010 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია 2010 წლის ძირითადი საგარეო-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ჩვენ არ მივაქცევდით ყურადღებას რუსეთის საგარეო უწყების შეფასებებს ამა თუ იმ მოვლენის და მასში დ.მედვედევის მონაწილეობის „განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან" დაკავშირებით, რომ არა აბზაცი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 19 ოქტომბერს უკვე გასცა პასუხი რუსეთის მხარის მტკიცებას, რომ პერევიდან საოკუპაციო ძ ... სრულიად ნახვა »

      • ნანახია: 563
      • სულ გადმოწერა:
      • ავტორი: gio
      • კომენტარი: (0)



                                                                                                  

    enlarge photo


    "ტაოპროვატბანკმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიში დააყადაღა.

    ფედერაციის წარმომადგენელთა განმარტებით, საქმე ეხება ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის მიერ აღებულ კრედიტს, რომელსაც ახალი ხელმძღვანელობა ეტაპობრივად ფარავდა. "მიუხედავად ამისა, ბანკმა ფედერაციის ანგარიში არჩევნების წინ დააყადაღა", აცხადებენ ფედერაციაში.

    ფეხბურთის ფედერაციის კრედიტი "ტაოპრივატბანკის" მიმართ 300 000 ევროს შეადგენს.

        • ნანახია: 920
        • სულ გადმოწერა:
        • ავტორი: gio
        • კომენტარი: (0)



                                                                                                    
      enlarge photo

      მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. წლის ბოლო სხდომა პრემიერ-მინისტრმა ჩაატარა. ინფლაცია ნიკა გილაურის და მთავრობის განხილვის მთავარი თემა იყო. პრემიერმა მინისტრებს მოსთხოვა გააკეთონ ყველაფერი რომ საქართველოს სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ ინფლაციის ტვირთი მინიმალურად იგრძნოს.

      `ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მთავრობას შეუძლია. ჩვენთვის შეუძლებელია, რომ ინფლაცია შევაჩეროთ და ფასების რეგულაცია შემოვიტანოთ. მთავრობას აქვს პროგრამები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოსახლეობას ფასების ზრდის პრობლემა გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ. ასევე გვაქვს სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც მოემსახურებ ... სრულიად ნახვა »

          • ნანახია: 901
          • სულ გადმოწერა:
          • ავტორი: gio
          • კომენტარი: (0)



                                                                                                      
        enlarge photo

        კონკურს `პენ-მარათონის` გამარჯვებულები ჟიურიმ დღეს გამოაცხადა. ახალგაზრდა მწერლების მარათონში ნინო გუგეშაშვილმა გაიმარჯვა. მან პირველი პრემია და 3000 ლარი მიიღო.

        კონკურსის გამარჯვებულები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაასახელეს. მეორე პრემია და 2000 ლარი ბესიკ სოლომონაშვილმა, მესამე პრემია და 1000 ლარი კი ირმა აჩუაშვილმა მიიღეს.

        ეს იყო `პენ მარათონის` მეექვსე დაჯილდოება. 30-მდე მწერალმა დეკემბრის დასაწყისში ილიას სახლში 30 საათი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ისინი ქმნიდნენ ლიტერატურულ ნაწარმოებს თემაზე ”მგზავრის წერილები”.
            • ნანახია: 926
            • სულ გადმოწერა:
            • ავტორი: gio
            • კომენტარი: (0)



                                                                                                        

          enlarge photo


          თბილისში 31 დეკემბერს დღის სამი საათიდან  სატრანსპორტო  საშუალებებისათვის მთლიანად ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა ორბელიანის მოედნამდე და ყველა მათი მკვეთი ქუჩა.

          თავისუფლების მოედანზე საახალწლო კონცერტზე მისვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირიდან და  პუშკინის ქუჩიდან.

          ბათუმში 31 დეკემბერს დღის სამი საათიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის მთლიანად ჩაიკეტება ევროპის მოედანი და მიმდებარე ქუჩები. ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტზე მისვლა შესაძლებელი იქნება დემეტრე თავდად ... სრულიად ნახვა »

              • ნანახია: 815
              • სულ გადმოწერა:
              • ავტორი: gio
              • კომენტარი: (0)



                                                                                                          
            enlarge photo

            მცხეთაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაესწრნენ. წარმატებული საქმიანობისთვის საგამოძიებო სამსახურის 8 თანამშრომელი დღეს ღირსების ორდენითაც დააჯილდოვეს.

            ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ოფისის მთავარი მიზანი რეგიონში მოსახლეობის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულისგან დაცვაა.

            მცხეთაში ჩასვლამდე კახა ბაინდურაშვილმა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა თბილისში. ოფისი გულუას ქუჩაზე მდებარეობს. მინისტრმა ს ... სრულიად ნახვა »

                • ნანახია: 869
                • სულ გადმოწერა:
                • ავტორი: gio
                • კომენტარი: (0)



                                                                                                            
              enlarge photo

              `2010 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გარღვევის ეტაპი იყო,`- ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი გასულ თვეებს წლის შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.

              ქვეყნის მეთაურის შეფასებით, 2010 წელი დიდი წარმატებების წელი იყო საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური პროგრესის, სამართალდამცველების მიერ გატარებული სპეცოპერაციების, საკანონმდებლო და საგადასახადო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის ამაღლების, განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ტურიზმის სფეროს პროექტების თვალსაზრისით და ა.შ. ... სრულიად ნახვა »

                  • ნანახია: 844
                  • სულ გადმოწერა:
                  • ავტორი: gio
                  • კომენტარი: (0)



                                                                                                              




                ფალიაშვილის ქუჩაზე ფსიქოტროპული აფთიაქი დაცხრილეს.

                შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დამნაშავემ აფთიაქზე 20-ჯერ

                გასროლა მოახდინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

                სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

                ... სრულიად ნახვა »

                    • ნანახია: 1030
                    • სულ გადმოწერა:
                    • ავტორი: gio
                    • კომენტარი: (1)



                                                                                                                


                  ღამის 11 საათზე ყაჩაღობა მოხდა ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც ორი შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი სუპერმარკეტს დაესხა თავს. თვითმხილველების განცხადებით, მათ პერსონალს მოქმედების საშუალება არ მისცეს, მაღაზიიდან კი პროდუქტები და 50 ლარი წაიღეს. მძარცველებმა მაღაზიის თანამშრომლების მობილური ტელეფონებიც გაიტაცეს.

                  მომხდარს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიცია იძიებს. 

                      • ნანახია: 862
                      • სულ გადმოწერა:
                      • ავტორი: gio
                      • კომენტარი: (0)



                                                                                                                  

                    ხანძარია ბაღდათის რაიონში. სოფელ ხამისტყეში  ცეცხლი, ძირითადად, გამხმარ ფოთლებსა და ხე-ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.

                    საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლების გარდა, ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს.

                    მიუვალი ადგილის გამო, ადგილზე მუშაობას ვერ ახერხებს ვერტმფრენი. დასახლებულ პუნქტში ცეცხლ ... სრულიად ნახვა »

                        • ნანახია: 866
                        • სულ გადმოწერა:
                        • ავტორი: gio
                        • კომენტარი: (0)
                      1 2 3 4 »
                      bot
                      skype status
                      banner
                      news
                      programe
                      ძებნა
                      კალენდარი
                      «  April 2024  »
                      SuMoTuWeThFrSa
                       123456
                      78910111213
                      14151617181920
                      21222324252627
                      282930
                      ჩანაწერების არქივი
                      ჩვენი გამოკითხვა
                      Оцените мой сайт
                      Total of answers: 8
                      საიტის მეგობრები
                      სტატისტიკა

                      Total online: 1
                      Guests: 1
                      Users: 0
                      Block title

                      Copyright MyCorp © 2024

                      Free website builderuCoz

                      რეკლამა