Saturday, 18.05.2024, 07:14

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2010 » December » 28 » პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავა
11:18
პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავა



2010 წლის 26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც ამავე დღეს ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  ბასრი საგნის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ორი  შემავალი ჭრილობა მიაყენა ირაკლი არძენაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არძენაძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2010 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ 2010 წელი დიპლომატიური აქტივობით გამოირჩეოდა.

მისი თქმით, ეს იყო წელი, რომელიც განპირობებული იყო ქვეყნის ინტერესების დაცვით. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს მხოლოდ მან 37 ვიზიტი გამართა, 67 - მისმა მოადგილეებმა, ხოლო საგარეო უწყებამ 70-მდე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაცია მოაწყო.  23 ქვეყანასთან დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები და დღეისათვის გაეროს 191 ქვეყნიდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 145 ქვეყანასთან აქვს. `იმედია მომავალ წელს ამ სიას ამოვწურავთ,`- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2010 წელი გამორჩეული იყო ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების კუთხითაც. როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ამ პერიოდში 67 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

`ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, სამი ახალი საელჩო გავხსენით და ეს ქვეყნებია: ბრაზილია, პორტუგალია და მექსიკა. მომავალ წელსაც 3 საელჩო გაიხსნება. ერთია სამხრეთ აფრიკაში, დანარჩენზე კი შემდეგ მოგახსენებთ,`- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მტკივნეულ თემად რჩება და ამ კუთხით მიმდინარე წელს ბევრი სამუშაო ჩატარდა. "ამ საკითხზე მომავალ წელს უფრო მეტს ვიმუშავებთ,"- დასძინა მინისტრმა.

ნანახია: 809 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
bot
skype status
banner
news
programe
ძებნა
კალენდარი
«  December 2010  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 8
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Block title

Copyright MyCorp © 2024

Free website builderuCoz