Saturday, 18.05.2024, 08:48

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2010 » December » 28 » პრეზიდენტმა ახალწვეულებს მიმართა
11:10
პრეზიდენტმა ახალწვეულებს მიმართა


სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 326 კურსანტმა ქვეყნის წინაშე ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და კურსანტებს სიტყვითაც მიმართა.

როგორც მან კურსანტებს განუცხადა, შეიარაღებული ძალები საქართველოში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს და მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო ქვეყნის წინსვლისთვის.

`დღეს ოფიციალურად გაწევრიანდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ეს არის ძალიან დიდი პატივი, პრივილეგია და წარმატება თქვენი წინსვლისთვის. სახელმწიფოს დაცვა თქვენი ღირსებაა. ჩვენი ქვეყანა არსებობისთვის ბრძოლაშია. ჩვენ გამოგვიცხადა ომი ბევრად უფრო დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული. რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, ადამიანური ღირსებები და ბევრს წაართვეს სიცოცხლის უფლებაც. ის ყოველდღიურად ემუქრება ჩვენს ქვეყანას და საქართველოს თავისუფლებას. თავისუფლება ჩვენთვის არის ყველაზე დიდი ღირებულება და ღირსება. პირველი დამცველები ამ ღირსების ხართ თქვენ`, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ის რომ თბილისი ფეხზე დგას, საქართველო აგრძელებს განვითარებას,  საქართველო ლაზარესავით მკვდრეთით აღსდგა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიოში თითქმის არავის სჯეროდა, სწორედ იმ ჯარისკაცების დამსახურებაა, მომხვდურებთან 2 წლის წინ რომ იბრძოდნენ.

ნანახია: 677 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
bot
skype status
banner
news
programe
ძებნა
კალენდარი
«  December 2010  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 8
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Block title

Copyright MyCorp © 2024

Free website builderuCoz