Saturday, 11.05.2024, 18:26

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2010 » December » 29 » საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
10:50
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

enlarge photo


2010 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია 2010 წლის ძირითადი საგარეო-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ჩვენ არ მივაქცევდით ყურადღებას რუსეთის საგარეო უწყების შეფასებებს ამა თუ იმ მოვლენის და მასში დ.მედვედევის მონაწილეობის „განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან" დაკავშირებით, რომ არა აბზაცი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის 19 ოქტომბერს უკვე გასცა პასუხი რუსეთის მხარის მტკიცებას, რომ პერევიდან საოკუპაციო ძალების გაყვანით თითქოსდა „დახურულია" რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების საკითხი. საერთაშორისო თანამეგობრობამაც სრულიად გარკვევით მიუთითა რუსეთს აღნიშნული შეთანხმების სრული იმპლემენტაციის აუცილებლობის თაობაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რუსეთი არ აპირებს უპასუხოს საქართველოს ცალმხრივ ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და კვლავაც გააგრძელებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეშ დარღვევის, საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლიანი მოთხოვნების დემონსტრაციული იგნორირების პოლიტიკას. ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი და შეტევითი შეიარაღების განლაგება და ამ ტერიტორიების მილიტარიზაცია, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე - ჟენევის მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-სა და ეუთო-ს საქმიანობის ჩიხში შეყვანის მცდელობა.

საკუთარი ვალდებულებების, მათ შორის უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი შეთანხმებების უარყოფა ტრადიციულად რუსეთის დიპლომატიის „სავიზიტო ბარათს" წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს უცხოელი პარტნიორების სკეპსისი რუსეთის ნებისმიერი ინიციატივის, მათ შორის ე.წ. ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმების ინიციატივის მიმართ, რაც ჯერ კიდევ არ აქვთ ან არ უნდათ სათანადოდ გააცნობიერონ აღნიშნული დოკუმენტის შემქნელებმა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, საკუთარი ვალდებულებების განუხრელი შესრულება და საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია შექმნის საფუძვლებს რეგიონში და მთლიანად ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის.
ნანახია: 564 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
bot
skype status
banner
news
programe
ძებნა
კალენდარი
«  December 2010  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 8
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Block title

Copyright MyCorp © 2024

Free website builderuCoz