`2010 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გარღვევის ეტაპი იყო,`- ასე
აფასებს მიხეილ სააკაშვილი გასულ თვეებს წლის შემაჯამებელ ანგარიშში,
რომელიც დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგზე
გააცნო.
ქვეყნის მეთაურის შეფასებით, 2010 წელი დიდი წარმატებების წელი იყო
საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური პროგრესის,
სამართალდამცველების მიერ გატარებული სპეცოპერაციების, საკანონმდებლო და
საგადასახადო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის ამაღლების,
განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და ტურიზმის სფეროს
პროექტების თვალსაზრისით და ა.შ.
ბრიფინგის ბოლოს მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სახელით
დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით
ტყეშელაშვილმა კი მათ წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის
ადმინისტრაციის სახელით მადლობა გადაუხადა და დღესასწაულიც მიულოცა.
ჟურნალისტებმა მანანა მანჯგალაძესა და დავით ტყეშელაშვილთან ერთად
პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.
|