მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. წლის
ბოლო სხდომა პრემიერ-მინისტრმა ჩაატარა. ინფლაცია ნიკა გილაურის და
მთავრობის განხილვის მთავარი თემა იყო. პრემიერმა მინისტრებს მოსთხოვა
გააკეთონ ყველაფერი რომ საქართველოს სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ
ინფლაციის ტვირთი მინიმალურად იგრძნოს.
`ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მთავრობას შეუძლია. ჩვენთვის
შეუძლებელია, რომ ინფლაცია შევაჩეროთ და ფასების რეგულაცია შემოვიტანოთ.
მთავრობას აქვს პროგრამები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ
მოსახლეობას ფასების ზრდის პრობლემა გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ. ასევე
გვაქვს სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ
2011 წლიდან ადგილობრივი პროდუქცია იმპორტირებულს ჩაენაცვლოს,` განაცხადა
ნიკა გილაურმა.
პრემიერმა წლის ეკონომიკური მაჩვენებლებიც შეაჯამა და ტურიზმის და საბანკო სექტორის განვითარებაზე ისაუბრა.
|