მცხეთაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა
გაიხსნა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ფინანსთა
მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაესწრნენ. წარმატებული საქმიანობისთვის
საგამოძიებო სამსახურის 8 თანამშრომელი დღეს ღირსების ორდენითაც
დააჯილდოვეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ოფისის მთავარი მიზანი რეგიონში მოსახლეობის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულისგან დაცვაა.
მცხეთაში ჩასვლამდე კახა ბაინდურაშვილმა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს ახალი შენობა გახსნა თბილისში. ოფისი გულუას ქუჩაზე მდებარეობს.
მინისტრმა სააგენტოს 2010 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშიც მოისმინა.
დღესვე გაფორმდა მემორანდუმი `ლიბერთი ბანკთან`, რომელიც მოქალაქეებისთვის
სამომხმარებლო კრედიტის მიღების პროცედურებს ამარტივებს.
|