ფალიაშვილის ქუჩაზე ფსიქოტროპული აფთიაქი დაცხრილეს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დამნაშავემ აფთიაქზე 20-ჯერ
გასროლა მოახდინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
ის 30 წლის ზურაბ ჩაჩხიანია.მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველები მხოლოდ იმას ყვებიან, რომ ჩაჩხიანმა,
რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელია, აფთიაქს ცეცხლი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გაუხსნა.