თბილისში 31 დეკემბერს დღის სამი საათიდან სატრანსპორტო
საშუალებებისათვის მთლიანად ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი, თავისუფლების
მოედანი, პუშკინის ქუჩა ორბელიანის მოედნამდე და ყველა მათი მკვეთი ქუჩა.
თავისუფლების მოედანზე საახალწლო კონცერტზე მისვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირიდან და პუშკინის ქუჩიდან.
ბათუმში 31 დეკემბერს დღის სამი საათიდან სატრანსპორტო
საშუალებებისთვის მთლიანად ჩაიკეტება ევროპის მოედანი და მიმდებარე
ქუჩები. ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტზე მისვლა შესაძლებელი იქნება
დემეტრე თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებიდან.
|