Wednesday, 04.12.2024, 10:59

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2010 » September » 26



                                                                                              

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია `ალ ჯაზირას` ტოკშოუში მიიღო მონაწილეობა.
ჟურნალისტი საქართველოს პრეზინდეტის საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შსაძლებლობაზეც ჰკითხა.
`პირველ ყოვლისა მსურს ავღნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, დაძაბულობები, ემბარგო, ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ახლა იმაზე უფრო ვართ კონცენტრირებულები თუ რა მოხდება 2013 წლამდე და ნაკლებად იმაზე - თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2013-ის შემდეგ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუქცევად პროცესად ვაქციოთ, ჩამოვაყალიბოდ მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. 2013 წლისთვის საქართველოში ძალაუფლების მხოლოდ ერთი ცენტრი არ იქნება, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის როლს, დარჩება პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტიც და მე არ შემეძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. პარლამენტი შეძლებს მთავრობის სრულ კონტროლს და შესაძლოა პრემიერები პრეზიდენტებთან შედარებით უფრო ხ ... სრულიად ნახვა »
      • ნანახია: 650
      • სულ გადმოწერა:
      • ავტორი: gio
      • კომენტარი: (0)



                                                                                                  

    ოთხი ადამიანი ემსხვერპლა კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. ინციდენტი წუხელ მოხდა. ერთმანეთს `ოპელისა` და `მერსედესის` მარკის მანქანები შეეჯახნენ.
    `ოპელში` მყოფი სამი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილია `მერსედესში` მყოფი კიდევ ერთი მგზავრი. ადგილზე მისულმა მაშველებმა საავადმყოფოში ერთი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელსაც ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული, თუმცა პაციენტმა კლინიკაში გაჩერება არ ისურვა.
    ვისი მიზეზით მოხდა ავარია, ამას სამართალდამცველები იძიებენ.
        • ნანახია: 700
        • სულ გადმოწერა:
        • ავტორი: gio
        • კომენტარი: (0)



                                                                                                    

      რუსეთის მოსახლეობა ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციის მასშტაბური აქცია მოსკოვში ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
      ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციას იმაზე მეტი ოპოზიციური პარტია შეურთდა, ვიდრე ელოდნენ. ქუჩაში 500-მდე ადამიანი იყო გამოსული.
      ოპოზიციის ლიდერები აქციაზე სიტყვითაც გამოვიდნენ და მოსკოვის მერის პირდაპირი წესით არჩევა მოითხოვეს.
      მოედანზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც, თუმცა აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
          • ნანახია: 662
          • სულ გადმოწერა:
          • ავტორი: gio
          • კომენტარი: (0)



                                                                                                      

        სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ხორგაში მამა-შვილმა ჭანტურიებმა მეზობელი, 44 წლის გოჩა ბერაია, მოკლეს. მკვლლეობას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა უძღოდა.
        შელაპარაკება მეზობლებს შორის დაპირიპირებაში გადაიზრდა, რაც საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა. გოჩა ბერაიას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
        მკველოლბასი ეჭვმიტანილი მამ-შვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ შვილის დაკავება ინციდენტიდან ერთ საათში შეძლო. სამართალდამცველები გურიოზ ჭანტურიას ეძებენ.
            • ნანახია: 610
            • სულ გადმოწერა:
            • ავტორი: gio
            • კომენტარი: (0)



                                                                                                        


          ახატანში მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ხელყუმბარა გახდა. მომხდარის მიზეზებს ადგილზე არკვევენ სპეციალისტებიც.
          საგურამოს მახლობლად მომხდარი აფეთქებისას, ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა ადგილობრივები მინდვრებში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.
          თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის დროს ხელყუმბარა აფეთქდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი მრავლობითი ჭრილობებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
          უცნობია, როგორ მოხვდა ასაფეთქებელი მოწყობილობა სოფლის მინდვრებში.
           
              • ნანახია: 637
              • სულ გადმოწერა:
              • ავტორი: gio
              • კომენტარი: (0)



                                                                                                          

            რუსული ტელეარხის `ენ-ტე-ვე პლუსის` სტუმარი ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქსენია სოკოლოვა იყო. გადაცემაში მიწვევის მიზეზი პოპულარულ გამოცემა `ჯიქიუში` გამოქვეყნებული ინტერვიუ გახდა.
            ორი სკანდალური ჟურნალისტი, ორი ქსენია - სობჩაკი და სოკოლოვა -საქართველოს სტუმრობდნენ, ისინი პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ საქართველოს პრეზიდენტს. ჟურნალისტებმა გადაცემაში თავიანთი ემოციები და სიმპატიები ვერ დამალეს მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად საქართველოს მიმართ და ამავდროულად ღიად გააკრიტიკეს რუსეთის პრემიერი პუტინი, მიუხედავდ იმისა, რომ გადაცემის წამყვანების კითხვები პროვოკაციული იყო და სურდათ, სტუმრისგან მათთვის სასურველი პასუხები მიეღოთ.
            `მიხეილ სააკაშვილი ძალიან ყურადღებიანია და კორექტული აღმოჩნდა. დავათვალიერეთ პრეზიდენტის სასახლე, სხვადასხვა ადგილები, ვნახეთ ბათუმი. მე ქმონია ინტერვიუ ძალიან ბევრ ლიდერთან, რამზან კადიროვით დაწყებული, ემირებით დამთავრებული, მაგრამ ეს სულ სხვაა. ეს არ არის აღმოსავლური ტიპის შეხედულება და ნივთებით ტკბობა. ეს არ არის იმპერია, აქ სულ სხვა იდეაა.
            `ინტერვიუს ... სრულიად ნახვა »
                • ნანახია: 672
                • სულ გადმოწერა:
                • ავტორი: gio
                • კომენტარი: (0)



                                                                                                            



               
              საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების ახალმა მინისტრმა გაცილებით მეტი ინტერესი გამოიწვია სამთვიანი მუშაობის შედეგად, ვიდრე მისმა ორმა წინამორბედმა მინისტრმა - სტატიას ამ შინაარსით ვერა ქობალიაზე გავლენიანი გამოცემა `ბიზნეს ნიუ იუროპი` აქვეყნებს. ვერა ქობალიამ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა.
              სტატიის ავტორი სამანტა შელდსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფოტოებზე, რომლებიც მის ახალგაზრდობაში მაიამის ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული და რუსულ მედიაში დიდი რეზონანსი და სკანდალური სტატიები მოჰყვა, მაგრამ ისინი მცდარი აღმოჩნდა.
              სტატიის ავტორი წერს, რომ ქობალიას ორმა წინამორბედმა ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დანაპირებები ვერ შეასრულა. ვერა ქობალიამ კი მოსვლისთანავე დაასახელა საკუთარი პრიორიტეტები და განაცხადა, რომ ყველა რესურს გამოიყენებს, რათა პრივატიზაციის პროცესი დაჩქარებულად წარიმართოს და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია და იაფი ავიაკომპანია მიიზიდოს.
              სტატიის სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: http://businessneweurope.eu/s ... სრულიად ნახვა »
                  • ნანახია: 692
                  • სულ გადმოწერა:
                  • ავტორი: gio
                  • კომენტარი: (0)



                                                                                                              

                 
                საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში `მილენიუმის` პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის, რომელსაც `მილენიუმი` ქვეყანას უწევს.
                375 მილიონი დოლარი, რომლითაც `ათასწლეულის განვითარების პროგრამა` საქართველოს ეხმარება, გათვალისწინებულია ქვეყანაში ინფრასტურქტურის განვითარებისთვის.
                `ბატონო პრეზიდენტო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. იმისათვის, რომ თითქმის ყველა პროექტს დროულად ახორციელებთ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმ წარმატებით, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწიეთ. ეს იყო ჩვენ მიერ შეთავაზებული პროექტები, რომლებიც თავად ქართველებმა უნდა დანერგოთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენთან გვიხდება პარტნიორობა. მჯერა, რომ ეს ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნება,` - განაცხადა `მილენიუმ კორპორეიშენის` პრეზიდენტმა დენიელ იოჰანესმა.
                `მადლობა მინდა გადაგიხადოთ 375 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის. ვფიქრობ, ეს თანხა სწორად დაიხარჯება. ჩემთვის ცნობი ... სრულიად ნახვა »
                    • ნანახია: 793
                    • სულ გადმოწერა:
                    • ავტორი: gio
                    • კომენტარი: (0)
                  bot
                  skype status
                  banner
                  news
                  programe
                  ძებნა
                  კალენდარი
                  «  September 2010  »
                  SuMoTuWeThFrSa
                     1234
                  567891011
                  12131415161718
                  19202122232425
                  2627282930
                  ჩანაწერების არქივი
                  ჩვენი გამოკითხვა
                  Оцените мой сайт
                  Total of answers: 8
                  საიტის მეგობრები
                  სტატისტიკა

                  Total online: 1
                  Guests: 1
                  Users: 0
                  Block title

                  Copyright MyCorp © 2024

                  Free website builderuCoz

                  რეკლამა