Block title |
|
|
საიტის მენიუ |
|
|
დამატებითი მენიუ |
|
|
საათი |
|
|
banner |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
Block title |
|
|
|
მთავარი » 2010 » November » 08
|
|
|
|
|
|
|
რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების ვეტერანები თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის გადადგომას მოითხოვენ. მასშტაბური საპროტესტო აქცია დღეს მოსკოვის ცენტრში გაიმართა. დემონსტრანტების განცხადებით, თავდაცვის უწყების რეფორმა არმიის პერსონალის საგრძნობლად შემცირებას ითვალისწინებს, რაც მთლიანი სტრუქტურის განადგურებას გამოიწვევს. გავრცელებული ცნობით, აქციას სამი ათასამდე ადამიანი შეუერთდა.
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
აზერბაიჯანში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ირჩევენ. უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 7-ზე დაიხურება. 125-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად სულ 690 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო პროცესს თვალს ეუთოს 400-ზე მეტი დამკვირვებელი ადევნებს. გავრცელებული ცნობით, მათ პროცესის დროს ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები გამოავლინეს. საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ. ალიევის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მათ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლის უფლება არ მისცეს. არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რუსი აგრესორების დამატებითი ძალებია მობილიზებული გალში. ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიზეზად გალის რაიონის დაბალი ზონის 3 სოფელში – ფიჩორში, ოტობაიასა და ნაბაკევში - ახლად აშენებული სამხედრო ბაზების საზეიმოდ გახსნა სახელდება. ბაზებზე განთავსდება ახალი სამხედრო ტექნიკა და რუსი სამხედროების ოჯახებიც აქვე იცხოვრებენ. ოკუპანტებს ჩაკეტილი ცენტრალური გადასასვლელები, ასევე ბილიკები.
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შეფერხებაა თბილისის აეროპორტში. მგზავრების ნაწილი, რომლებიც სტამბულის მიმართულებით დილის 5 საათზე, კომპანია "პეგასუსის" დახმარებით უნდა გაფრენილიყვნენ, ამ დრომდე თბილისის აეროპორტში იმყოფებიან. რეისის მოხსნის მიზეზად სტამბულში ამინდის გაუარესება სახელდება, რის გამოც თურქეთის აეროპორტი თვითმფრინავების მიღებას ვერ ახერხებს. "პეგასუსმა” მგზავრების ნაწილს თურქეთში მოხვედრა სხვა ავიარეისებით შესთავაზა.
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის ქმარი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ბრალდებით დაპატიმრებულია. ელდარ დავითიანის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში წუხელ გვიანობამდე მიმდინარეობდა. სოდში მისვლამდე ის სამართალდამცველთა კითხვებს პოლიციაში პასუხობდა. აქვე იმყოფებოდნენ დაკავებული გორდაძის და და დედაც. ელდარ დავითიანი თბილისში სტამბოლიდან ჩამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან წაიყვანა ქართველი ქალები მალაიზიაში. დაკავებულების ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლევ დავითიანს ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ქალბატონები არ გააფრთხილა. თუმცა დაკავებული დავითიანის ოჯახში კიდევ ერთ პიროვნებას ასახელებენ, რომელიც სავარაუდოდ, ამ საქმეშია გარეული.
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის ქმარი ამ წუთებამდე დაკითხვაზე რჩება. ამჯერად, ელდარ დავითიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების კითხვებს პასუხობს. სოდში მისვლამდე, ბაბუცა გორდაძის ქმრის დაკითხვა პოლიციაში ღამის 12 საათამდე გრძელდებოდა. პოლიციაში იმყოფებოდნენ დაკავებული გორდაძის და და დედაც. სავარაუდოდ, მოწმეების დაპირისპირება უნდა მომხდარიყო, თუმცა ჯერჯერობით მათი პირისპირ შეხვედრა არ შედგა. უცნობია, თუ რა ჩვენება მისცა სამართალდამცველებს მოწმე ელდარ დავითიანმა. იგი თბილისში სტამბოლიდან ჩამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით, სწორედ მან წაიყვანა ქართველი ქალები მალაიზიაში. დაკავებულების ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლევ დავითიანს ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ქალბატონები არ გააფრთხილა. ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში 25 ოქტომბერს დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მეტამფიტამინის გადაზიდვა, რისთვისაც ქ
...
სრულიად ნახვა »
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას გურიაში. ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სოფელ ლიხაურთან, მიკროავტობუსს საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი "ტოიოტას" მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, ტოიოტას მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაზარალებულთაგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია. იგი ოზურგეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიკროავტობუსი ბათუმიდან სოფელ მთისპირისკენ მიდიოდა. საქმეს პოლიცია იძიებს.
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
რუსთავში მსჯავრდებულთა ქალთა ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულება გაიხსნა. ახალი საპყრობილე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. საპყრობილის ახალი შენობა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად გახსნა. დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და კეთილმოწყობილ საკნებთან ერთად აქ ჩოგბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებიცაა. "ის, რაც განგვასხვავებს პოსტსაბჭოთა სივრცისგან, არის ის, რომ დაუმსახურებელი ხალხისთვისაც კი ვცდილობთ პირობების შექმნას. ბოლო წლებში, ციხის კონტინგენტი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ თუ დააკვირდებით, ამის პარალელურად, ზუსტად იმდენითვე შემცირდა დანაშაული. ამიტომ, სანამ ავტეხთ ერთ ამბავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ამდენი პატიმარი, რაც სახელმწიფოს სულაც არ სიამოვნებს, დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა ბავშვებს ეზოში მშვიდად ვუშვებდეთ და როცა ჩვენს ახლობლებს შეაგვიანდებათ, გული არ გვისკდებოდეს, მანქანები არ მოგვპარონ და ფულ
...
სრულიად ნახვა »
|
|
| |
|
|
| |
|
|
bot |
|
|
skype status |
|
|
banner |
|
|
news |
|
|
programe |
|
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
« November 2010 » | Su | Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
საიტის მეგობრები |
|
|
სტატისტიკა |
Total online: 1 Guests: 1 Users: 0 |
|
Block title |
|
|
|