აზერბაიჯანში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ირჩევენ. უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 7-ზე დაიხურება.
125-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად სულ 690 კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო პროცესს თვალს ეუთოს 400-ზე მეტი დამკვირვებელი ადევნებს. გავრცელებული ცნობით, მათ პროცესის დროს ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები გამოავლინეს. საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
ალიევის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მათ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლის უფლება არ მისცეს. არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.