საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში `მილენიუმის` პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისათვის, რომელსაც `მილენიუმი` ქვეყანას უწევს. 375 მილიონი დოლარი, რომლითაც `ათასწლეულის განვითარების პროგრამა` საქართველოს ეხმარება, გათვალისწინებულია ქვეყანაში ინფრასტურქტურის განვითარებისთვის. `ბატონო პრეზიდენტო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. იმისათვის, რომ თითქმის ყველა პროექტს დროულად ახორციელებთ. ძალიან კმაყოფილები ვართ იმ წარმატებით, რომელსაც ბოლო წლებში მიაღწიეთ. ეს იყო ჩვენ მიერ შეთავაზებული პროექტები, რომლებიც თავად ქართველებმა უნდა დანერგოთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენთან გვიხდება პარტნიორობა. მჯერა, რომ ეს ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნება,` - განაცხადა `მილენიუმ კორპორეიშენის` პრეზიდენტმა დენიელ იოჰანესმა. `მადლობა მინდა გადაგიხადოთ 375 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის. ვფიქრობ, ეს თანხა სწორად დაიხარჯება. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ძალიან წარმატებული პროგრამა იყო. ვიცი, რომ გზა, რომელიც სამხრეთ საქართველოს დედაქალაქთან აკავშირებს, მალე დასრულდება. პირადად ვნახე, როგორი ენთუზიაზმით მუშაობს ხალხი. ცვლილებები იქ მთელ საზოგადოებას შეეხო, რადგან ის საქართველოში ყველაზე იზოლირებული საზოგადოება იყო, ამიტომაც ვითხოვე მათი კომპაქტურად ჩასახლება. ახლა გზა დედაქალაქამდე თითქმის სამჯერ შემცირდა, ბაზარზე შეღწევის საშუალება გვეძლევა, იცვლება მთლიანად საქართველოს გეოგრაფია, რადგან გაჩნდა ახალი კურორტები, ლანდშაფტი, სოფლის მეურნეობა ვითარდება და ეკონომიკა უფრო ლიბერალური ხდება,` - განაცხადა სააკაშვილმა.
|