Wednesday, 04.12.2024, 22:00

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2010 » September » 26 » სააკაშვილის ინტერვიუ `ალ ჯაზირაზე`
16:17
სააკაშვილის ინტერვიუ `ალ ჯაზირაზე`

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია `ალ ჯაზირას` ტოკშოუში მიიღო მონაწილეობა.
ჟურნალისტი საქართველოს პრეზინდეტის საკონსტიტუციო რეფორმაზე და მის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შსაძლებლობაზეც ჰკითხა.
`პირველ ყოვლისა მსურს ავღნიშნო, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, დაძაბულობები, ემბარგო, ომი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ახლა იმაზე უფრო ვართ კონცენტრირებულები თუ რა მოხდება 2013 წლამდე და ნაკლებად იმაზე - თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2013-ის შემდეგ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუქცევად პროცესად ვაქციოთ, ჩამოვაყალიბოდ მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება. 2013 წლისთვის საქართველოში ძალაუფლების მხოლოდ ერთი ცენტრი არ იქნება, რადგან ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის როლს, დარჩება პრეზიდენტის ძლიერი ინსტიტუტიც და მე არ შემეძლება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. პარლამენტი შეძლებს მთავრობის სრულ კონტროლს და შესაძლოა პრემიერები პრეზიდენტებთან შედარებით უფრო ხშირად შეიცვალონ. ასეთი იქნება ქართული პოლიტიკური სისტემა. როგორც უკვე ვთქვი, მთელი ჩვენი გუნდის ძალისხმევა, სამოქმედო გეგმები სწორედ 2013 წლამდე პერიოდზეა ფოკისირებული და მე მოხარული ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი რეფორმატორთა ჯგუფი, ის იდეოლოგია და პროგრამა, რომელმაც საქართველოს წინსვლა უნდა უზრუნველყოს, დარჩეს. თუ რა ფორმით შევძლებ გუნდის დახმარებას ამას დრო გვაჩვენებს. ახლა ჩემს მომავალ პროფესიებზე ნაკლებს ვფიქრობ, ისე კი რა თქმა უნდა ცხოვრებისეული დიდი გეგმები გამაჩნია,` - უპასუხა სააკაშვილმა.
მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის ყველა შანსს გამოიყენებს, მაშინ როცა საქართველოს ახალი ლიდერი ეყოლება.
`ბატონი მედვედევი მე მგონი მიდის, ყოველშემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან პუტინი კვლავ გაპრეზიდენტებას აპირებს. შესაბამისად აზრი ლიბერალი მედვედევის ცუდ ბიჭ პუტინთან დაპირისპირებისა და შიდა ბრძოლის შესახებ, ვფიქრობ, საფუძველს დაკარგავს. თუმცა საქართველოსთან მიმართებაში სიტუაცია გაცილებით რთულია. იმ განცხადებით, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ დაელაპარაკებიან, ისინი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის იგნორირებას ახდენენ. ეს არის ქვეყნა, რომელიც ჩვენი სახელმწიფო ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებას ახდენს. ეს ფაქტია. საერთაშაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრებიც ამ ფაქტს უკანონო ოკუპაციად აფასებენ. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ნახევარ მილიონ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანს საკუთარ სახლ-კარში არ უშვებს. ეს ტერიტორიები ფაქტიურად ცარიელია და იქ საკუთარი იარაღის არსენალს ზრდის. და ამის შემდეგ, ჩვენ, ოკუპირებული ქვეყენა ვაცხადებთ, რომ წინაპირობების გარეშე მზად ვართ დიალოგისთვის, ნებისმიერ ადგილას, სადაც მათ სურთ, მზად ვართ ყველა ძირითად თემაზე სერიოზული მოლაპარაკები გავმართოთ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაგველაპარაკებიან. ამაში, ცხადია, რომ ლოგიკა არ ჩანს. თუმცა ნათლად ასახავს იმას თუ რა ხდება თბილისში და რა ხდება მოსკოვში.
ნანახია: 651 | დაამატა: gio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
bot
skype status
banner
news
programe
ძებნა
კალენდარი
«  September 2010  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 8
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

Total online: 2
Guests: 2
Users: 0
Block title

Copyright MyCorp © 2024

Free website builderuCoz