Wednesday, 04.12.2024, 21:17

მოგესალმები Guest | RSS
gadmodi.uoz.com                                                                        

| რეგისტრაცია | შესვლა

Block title
საიტის მენიუ
დამატებითი მენიუ
საათი
banner
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2010 » November » 8 » სააკაშვილმა რუსთავში ახალი საპყრობილე გახსნა
09:51
სააკაშვილმა რუსთავში ახალი საპყრობილე გახსნა

რუსთავში მსჯავრდებულთა ქალთა ახალი სასჯელაღსრულების დაწესებულება გაიხსნა. ახალი საპყრობილე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა.
საპყრობილის ახალი შენობა სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად გახსნა.
დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და კეთილმოწყობილ საკნებთან ერთად აქ ჩოგბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებიცაა.
"ის, რაც განგვასხვავებს პოსტსაბჭოთა სივრცისგან, არის ის, რომ დაუმსახურებელი ხალხისთვისაც კი ვცდილობთ პირობების შექმნას. ბოლო წლებში, ციხის კონტინგენტი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ თუ დააკვირდებით, ამის პარალელურად, ზუსტად იმდენითვე შემცირდა დანაშაული. ამიტომ, სანამ ავტეხთ ერთ ამბავს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ამდენი პატიმარი, რაც სახელმწიფოს სულაც არ სიამოვნებს, დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა ბავშვებს ეზოში მშვიდად ვუშვებდეთ და როცა ჩვენს ახლობლებს შეაგვიანდებათ, გული არ გვისკდებოდეს, მანქანები არ მოგვპარონ და ფულს არ გვძალავდნენ ჩინოვნიკები, რომლებიც კორუფციის გამო უკვე ციხეში სხედან. თუ ეს ყველაფერი გვინდა, გვჭირდება ციხეები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაწესებულება 1200 პატიმარზეა გათვლილი. მასში ცალკეა გამოყოფილი კორპუსი იმ ქალებისთვის, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ.
ნანახია: 742 | დაამატა: gio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
bot
skype status
banner
news
programe
ძებნა
კალენდარი
«  November 2010  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 8
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Block title

Copyright MyCorp © 2024

Free website builderuCoz